მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს" – ავსტრალიის პრემიერი

5f560ac345458
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.20 21:21
1514
ავსტრალიის მთავრობამ University of Oxford/AstraZeneca-თან და the University of Queensland/CSL-თან ხელშეკრულება გააფორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მედიკამენტი კლინიკურ ტესტირებას გაივლის და დამტკიცდება. სავარაუდოდ, გარიგება 2021 წლისთვის შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარიგების მიხედვით, ავსტრალია $1.2 მილიარდად 85 მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინას შეიძენს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ვაქცინა ავსტრალიელი მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს გარანტიები აღნიშნული ვაქცინა წარმატებული იქნება თუ არა, ჩვენი გარიგება ფარმაცევტულ კომპანიებთან ავსტრალიას ვაქცინის მომლოდინე ქვეყნების სათავეში აყენებს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ვაქცინას დამტკიცებისთანავე მიიღებს“, - განაცხადა სკოტ მორისონმა.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის გრეგ ჰანტსი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ვაქცინა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა, იმუნიზაცია სავალდებულო არ იქნება.

„მთავრობა მხარს უჭერს იმუნიზაციას, მაგრამ ის სავალდებულო არ არის. ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას“, - განაცხადა ჰანტმა.

შეგახსენებთ, University of Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზეა, რაც ვაქცინის ტესტირების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო რაც შეეხება University of Queensland-ის ვაქცინას, რომელზეც თავად ავსტრალია მუშაობს, მედიკამენტმა ჯერ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდები ცხოველებზე.