პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების გეომეტრიული პროგრესიით მატების პირობებში სამედიცინო სექტორი უფსკრულის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვა, პირბადის ტარება და დისტანციის შენარჩუნება.
"წელიწადი და შვიდი თვეა რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ მთელი ქვეყანა. იცით რომ დღეს ყველაზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა ჩვენ ქვეყანაში, ასევე ლეტალობის ინდექსიც მის პარალელურად გაიზარდა და ყველაზე მაღალი იყო. ეს არის ძალიან მძიმე. ამ დღეებში ყველას გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთის თავები ვერ დავიცავით. განსაკუთრებით ძნელია კოვიდთან ბრძოლა დღევანდელ დღეს თითოეული ექიმისათვის. დამეთანხმება ნებისმიერი მედ პერსონალი, რომ წელიწადი და შვიდი თვე არის ძალიან დიდი პერიოდი ექიმისთვის თუ ნებისმიერი ექთანის, სანიტარის თუ ადმინისტრაციისათვის. ყველა მუხლჩაუხრელად იბრძვის ამ ბრძოლაში. ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. გამგებმა გაიგოს, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა.
მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცავით წესები რაც პირბადის ტარებას, დისტანციას და ელემენტარულ ჰიგიენას შეეხება. მართალია მოგვენატრა ერთმანეთთან ურთიერთობა, სიმღერაც და გართობაც, მაგრამ ეს უნდა გაწყდეს აუცილებლად.
ახალი შტამის გამო, ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს პროცესი, თუკი ადრე ორსულების 20%-ს სჭირდებოდა ჟანგბადის თერაპია, ამჟამად 95% საჭიროებს ჟანგბადის თერაპიას. დელტა შტამს აქვს ვერაგი მიმდინარეობა და ის მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილებს. უფრო მწვავედ მიმდინარეობს ცხელებაც.
თუკი ვუჰანის შტამის დროს მთავარი რისკ ფაქტორები ასაკი და ქრონიკული დაავადებები იყო, დღეს ასე აღარაა და უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება რეანიმაციაში აპარატზე. ჩვენ 40 სარეანიმაციო საწოლი გვაქვს და მათი 80% ახალგაზრდებს უჭირავთ.
ამიტომ ვართ მოვალე, რომ ერიც, ბერიც, მტერიც და მოყვარეც, რომ გართულებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთის სიცოცხლეები უნდა გადავარჩინოთ.
ჩვენც გაგვიფრთხილდით ექიმებს ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ!,"- აცხადებს რატიანი.
10 აგვისტოს, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის 5,697 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ასევე რეკორდულია გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი