26.აგვისტო .2019 16:16

"ჩვენი ამოცანაა, 2020-21 წლებში აჭარაში არ გვქონდეს დასახლება, სადაც მოუწესრიგებელი იქნება გზა"

views 160
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, 2020-21 წლებში აჭარაში არ იყოს დასახლებული პუნქტი, სადაც მოუწესრიგებელი იქნება მისასვლელი გზა. ამის შესახებ მან ახალსოფლისა და თხილნარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოსახლეობამ თორნიკე რიჟვაძისაგან პრობლემების მოგვარების პირობა მიიღო.

"ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თქვენ. აუცილებელია თქვენი მოსმენა, თქვენი გადაუდებელი საკითხების მოგვარება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი. ინფრასტრუქტურა იყოს კარგი და სოციალური პაკეტი გაუმჯობესებული. მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების გადაჭრა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და დასრულება მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანაა, პრაქტიკულად, 2020-21 წლებში აჭარაში არ გვქონდეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც მოუწესრიგებელი იქნება მისასვლელი გზა, წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა