მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი გამოწვევა დასაქმებულების შენარჩუნებაა" - Check in Travel-ის დამფუძნებელი

5e5e4948db60b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.20 16:30
1323
"ჩვენი გამოწვევა თანამშრომლების შენარჩუნებაა, იმიტომ რომ თუ კომპანიის დახურვა მოგვიწია, მეორედ ვეღარ გავხსნით", - ამის შესახებ BM.GE-ს ტურისტული კომპანია Check in Travel-ის დამფუძნებელმა ია გედევანიშვილმა კორონავირუსის გავრცელების ტურიზმის სექტორზე გავლენების შეფასებისას განუცხადა.

ტურისტული სააგენტოს მმართველის აზრით, დღეს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს და მას ნაკლებად სჯერა, რომ ხელისუფლება კერძო სექტორის მიმართ რაიმე სახის დათმობაზე წავა.

"მდგომარეობა ყველგან მძიმეა, მარტო ჩვენთან არა, ერთი და იგივე პრობლემაა, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი სტაფი დღეს. ჩვენი დანაზოგებით, რაც აგვისტო-სექტემბერში გავაკეთეთ, დღეს ვინახავთ კომპანიას.

ჯავშნების მოხსნა თებერვლიდან დაიწყო, ევროპის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიმართულებიდან დაახლოებით, ჯამში 90%-იანი კლება გვაქვს. ჩვენ ჯგუფებზე ვმუშაობთ და აქ არ არის მცირე თანხებზე საუბარი, თან ჩვენი მომხმარებელი მაღალი სეგმენტიდანაა, რომელიც ძალიან ფაქიზად საურთიერთოა.

ბაზარზე ისეთი მდგომარეობაა, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩვენი გამოწვევა დღეს თანამშრომლების შენარჩუნებაა, იმიტომ რომ თუ კომპანიის დახურვა მოგვიწია, მეორედ ვეღარ გავხსნით", - ამბობს „ჩექ ინ თრეველის" დამფუქნებელი.