12.მაისი .2021 00:29

"ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარეთ გასვლისგან" - ისრაელში საქართველოს საელჩოს მორიგი გაფრთხილება

"ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარეთ გასვლისგან" - ისრაელში საქართველოს საელჩოს მორიგი გაფრთხილება
views 519
უკან

ისრაელის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო კიდევ ერთხელ აფრთხილებს:

"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი. შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.  შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
0526919092 დავით ჩაჩავა
0528888513 მიხეილ ბაბლუანი
0548620270 ნინო ჩანტლაძე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ ღაზის სექტორიდან თელავივიც დაიბომბა.