მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის ანაზღაურება და სამსახურში დაბრუნება" - "ფრონტერას" მიერ გათავისუფლებული თანამშრომელი

5e03a00b5296d
BM.GE
25.12.19 22:10
1161
კომპანია „ფრონტერას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა დღეს დედოფლისწყაროში აქცია გამართა. ისინი 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას და სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.

მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან მათ დღეს არავინ შეხმიანებია, თუმცა, მათ შეხვდნენ მთავრობის და პროფკავშირების წარმომადგენლები.

„გვქონდა აქცია. გარკვეული შედეგებიც მივიღეთ. ჩამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, შეგხვდნენ და დაგვპირდნენ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. გამგეობაში შევხვდით ჩვენს მაჟორიტარს, ასევე ბექა ნაცვლიშვილს. პროფკავშირების წარმომადგენლებს და ასე შემდეგ.

შედეგიანი იყო შეხვედრა. დაგვეხმარებიან, რომ ძალიან არ გაიწელოს ეს პროცესი და მალე აგვინაზღაურონ ხელფასი. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ აქციებს მანამ, სანამ არ მივიღებთ შედეგს. არ გავჩერდებით. პირველი მოთხოვნაა ანაზღაურების მიღება და რა თქმა უნდა, სამსახურში დაბრუნება. ასევე ვითხოვთ კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლას“, - განუცხადა bm.ge-ს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, რომელიც ამბობს, რომ მათ ჯამში 11 თვის ხელფასი აქვთ ასაღები.

შეგახსენებთ, „ფრონტერა“ ნავთობისა და გაზის მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. იგი საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს.