მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მოწოდება იქნება, შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად" - ტიკარაძე

5fdc6c3dd92ef
ინგა მურუსიძე
18.12.20 12:44
1010
"ჩვენი მოწოდება იქნება, შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ WHO-ს ევროპის რეგიონალურ დირექტორ, ჰანს კლუგესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები დროებით მოიხსნება, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით ჯერ საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ის შედეგები და სტაბილიზაცია, რაც დღეს გვაქვს, დადებითი დინამიკაა, თუმცა ეს არ არის საფუძველი, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. პანდემია მთელ მსოფლიოშია და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, რადგან ის შედეგები, რომელიც მიღწეულია, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. კერძო სექტორს ვკითხავთ, როგორ შეძლებენ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები დააწესებენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე კი ამბობს, რომ აუცილებელია ბალანსის დაცვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სხვა პრობლემებს შორის, რაც შეიძლება ჩაკეტვის გამო მოქალაქეებს შეექმნათ.