ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კომუნალურების სუბსიდირება გახდა უფრო მიზნობრივი და ამიერიდან, სუბსიდირება მოხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მეტად სჭირდება.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთელი წლის განმავლობაში იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც აქვს 150 ათასზე ნაკლები ქულა, დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასეთი არის დაახლოებით 1 მლნ ადამიანი.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს, მთელი წელი, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც აქვს 150 ათასი ქულა, დაუსუბსიდირდებათ ელექტროენერგიის ტარიფის ნამატი. ჩვენ უარი ვთქვით ისეთ მიდგომაზე, რაც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული გადასახადი, ამ შემთხვევაში სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, რადგან ერთნაირად უსუბსიდირდებოდა კომუნალურები როგორც შეძლებულ, ისე გაჭირვებულ ადამიანებს, ჩვენი სოციალური პოლიტიკა კომუნალურების მიმართულებით გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორი იყო აქამდე მოქმედი სუბისიდრების მოდელი?
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან სემეკ-მა (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა.
კერძოდ, "თელმიკოს" და "ენერგო-პროს" ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.
სემეკ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ სუბსიდიაზე 54.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა დაანონსა, ამჯერად სახელმწიფო ნაზარდ ტარიფს მხოლოდ 150 ათასი ქულის ქვემოთ სოციალური ქულის მქონეებს დაუსუბსიდირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ