PMCG-კვლევითი ცენტრის რეალისტური სცენარით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2,5%-დან 3%-ის ფარგლებში გაიზრდება. ორგანიზაცია უშვებს, რომ მოხდება ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის ნაწილობრივ აღდგენა. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მათი გათვლებით, მიმდინარე წელს მშენებლობა და უძრავი ქონების სექტორი დაზარალდება, რადგან სუბსიდირებიდან გამომდინარე 2020-ში ამ სექტორებს ნაკლებად შეეხო კრიზისი, შესაბამისად 2021 წელი მათთვის იმაზე უკეთესი ვერ იქნება, ვიდრე 2020 წელი იყო. ამიტომაც PMCG-ის ხელმძღვანელი, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკას 3%-ზე მაღალი ზრდის რესურსი არ ექნება.
„რეალისტური სცენარით, ჩვენი აზრით, ეკონომიკა გაიზრდება 2,5-3%-მდე, ეს არის ჩვენი გათვლა. პესიმისტური სცენარი გულისხმობს 0,5%-იან ზრდას, ოპტიმისტური სცენარით დაახლოებით 4,5%-ს. უბრალოდ ამ ეტაპზე ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის პერიოდი იწელება, ჯერ არ დაწყებულა და სავარაუდოდ გაიწელება. ეს კარგი სიგნალი იქნებოდა ბიზნესისთვის, რომ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით პანდემიასთან გამკლავების პროცესში და იქნებოდა ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი არ დაწყებულა. ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობთ, რომ ყველაზე რეალური არის 2,5-3%-იანი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენი რეალისტური სცენარი უშვებს იმას, რომ მოხდება ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების ნაწილობრივ აღდგენა, ვგულისხმობ ტურიზმთან დაკავშირებულ მიმართულებებს. რაც შეეხება სხვა სექტორებს, ვფიქრობთ მაგალითად მშენებლობა და უძრავი ქონებით საქმიანობა დაზარალდება, რადგან 2020-ში სუბსიდირების პროგრამიდან გამომდინარე ნაკლებად შეეხო კრიზისი. შესაბამისად გვაქვს პროგნოზი, რომ 2021 იმაზე უკეთესი ვერ იქნება, ვიდრე იყო 2020. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 3%-ზე მაღალი ზრდის რესურსი არ გვექნება“, -აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
PMCG-თან შედარებით გაცილებით ოპტიმისტური გათვლები აქვს Galt&Tagart-ს. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს მშპ 3,6%-დან 5%-ის ფარგლებში გაიზრდება. რაც შეეხებაა პირველ კვარტალს, Galt&Tagart ელის, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ უარყოფით ნიშნულზე იქნება და ეკონომიკა ზრდას მეორე კვარტლიდან დაიწყებს.
2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა თიბისი კაპიტალმა. როგორც "ანალიტიკასთან" ინტერვიუში, თიბისის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ამბობს, პროგნოზის შემცირება ტურიზმის აღდგენის ნელმა დინამიკამ განაპირობა, შესაბამისად თიბისი კაპიტალის საბაზისო სცენარით წელს ეკონომიკა 4,2%-ის ნაცვლად 3,8-4%-ის ფარგლებში გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარითაც წელს ეკონომიკური ზრდა ასევე 4% იქნება, თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებდა, თუ ტურიზმი საერთოდ არ აღდგა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებში იქნება.
4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის წელს საქართველოს მთავრობა. ამასთან როგორც გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში თქვა, პანდემიის ნეგატიური ეფექტიდან გამომდინარე გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა, 2020-2021 წლებში კი ეს მაჩვენებელი 8,5 მილიარდ ლარს მიაღწევს.
შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, რაც 1994 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი