04.მაისი .2020 10:51

"ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება კორონავირუსს, უკვე სამი თვეა"

views 220
უკან

არსებული შედეგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება კორონავირუსს უკვე სამი თვეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დაავადებასთან დაწყებული ბრძოლა გრძელდება უკვე სამი თვეა. არსებული შედეგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება ამ პრობლემას. იმედი გვაქვს, ამ პიკის პერიოდსაც ასე გავუმკლავდებით და გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება ზომიერი და კონტროლირებადი მდგომარეობა, ისე რომ ჩვენს ქვეყანას რყევებში არ შეიყვანს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფიში ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში შემოვიდა გუშინ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ისიც ჩვენთან არსებული პაციენტის კონტაქტია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება. ჩვენ არ შეგვიცვლია მდგომარეობა, გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, ასევე თანაარსებული დაავადებები, ჰიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი, მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა