მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ქვეყანა სტარტაპია და თან Fail პერსპექტივით" - დავით კლდიაშვილი

614f13a158178
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 16:07
767
ხშირად ისმის რომ ხელშეკრულება "ენკასთან" კაბალურია, ვეთანხმები რომ შვეიცარიის მთავრობა ასეთ ხელშეკრულებას არ დადებდა. მაგრამ, პრობლემა სხვაგან არის, - ამის შესახებ იურისტი დავით კლდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"წარმოვიდგინოთ ხართ ახალი სტარტაპი, რომელსაც უნდა დიდ სუპერმაკეტში შეიტანოს პროდუქცია, ვინაიდან თქვენ არ გაქვთ რეპუტაცია, ცნობადობა, თანმხდებით "კაბალურ" პირობებზე სუპერმარკეტს. ახლა პირიქით, ხართ ცნობილი ბრენდი, უკვე სუპერმარკეტი თანხმდება იმაზე რომ "კაბალურ" ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ჩვენი ქვეყანა სტარტაპია და თან fail პერსპექტივით. ზუსტად ერთი წლის წინ, როცა დაახლოებით 15 მლნ. ინვესტიაციაზე იყო საუბარი, მეორე მხარემ რამდენიმე ფრაზაში ჩამოაყალიბა: 1. არ ვენდობი თქვენს სასამართლოს 2. არ ვენდობი თქვენს ბიუროკრატიის პროფესიონალიზს 3. არ ვიცი თქვენი ქვეყნის კურსი და მთავარი 4. გაქვთ ქვეყნის რისკი [პოტენციური საომარი მდგომარეობა]. და "ენკა" კი არა,  არავინ, არავინ გონიერი ამხელა ფულს არ ჩადებს ასეთ სტარტაპ ქვეყნაში, "კაბალური" ხელშეკრულების გარეშე. არ გვინდა რომ სტარტაპი იყოს? სასამართლოს პრობლემაზე იმის მეოთხედი ადამიანი რომ გამოსილუყო რამდენიც ჰესზე გამოვიდა. საერთოდ სხვა ქვეყანა გვექნებოდა და თავი და ბოლოც ეგ არის", - წერს დავით კლდიაშვილი.