მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება" - ტიკარაძე

5fbbbe015881b
ინგა მურუსიძე
23.11.20 17:47
6288
"საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას", - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალება მიეცა იმ ანალიზით, რომელიც გაკეთდა და მოიცავს პაციენტების დაყოფას, თუ რამდენად სწორად არიან ისინი მოთავსებული კლინიკებში.

„შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა ასაკობრივ ჭრილში და ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს.

მნიშვნელოვანია ექიმების დროული ჩართულობა, დროული იდენტიფიცირება საჭიროების, ყველა კვლევის ჩატარების. მნიშვნელოვანია ბმების, კავშირების, მენეჯმენტის, ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესება. ამაზე სამინისტროს ყველა რგოლი ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და იდენტიფიცირებულია, დროულად აღმოიფხვრება.