მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი სფეროს დისკრიმინაცია ხდება" - რესტორატორი მთავრობის გადაწყვეტილებებზე

5fe239a990015
თამთა ჯიჯავაძე
22.12.20 23:30
903
ჩვენი სფეროს დისკრიმინაცია ხდება, - ამის შესახებ რესტორან „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ახალი წლის ღამე არის რესტორნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პერიოდი და ამ დროს რესტორნების შეზღუდვა არის რთული.

„რატომ შეიზღუდებიან [სასტუმროს რესტორნები] ვერ გამიგია, სასტუმროში მაინც გაჩერებულები არიან ეს სტუმრები და სრულიად გაუგებარია რა ლოგიკით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, ჩვენი სფეროს დისკრიმინაცია ხდება, როდესაც ახალი წლისთვის რესტორნები არ იხსნება. ვინაიდან ახალი წელი რესტორნებისთვის არის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ამ დროს ყველა ტაიმ-აუტს იღებს, ცდილობს დაისვენოს და ახალ წელს შეხვდეს ბედნიერად და ეს მომენტი ჩვენთვის არის მომგებიანი და შემოსავლების შემომტანი“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

მან ასევე ხუთი დღის წინ რესტორატორების ფინანსთა სამინისტროშ გამართულ შეხვედრაზეც და ინკასოს ფაქტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინკასოს შემთხვევაში იყო პროგრამული გაურკვევლობა.
„სისტემამ ვერ განასხვავა დღგ და საშემოსავლო ერთმანეთისგან და აქედან გამომდინარე საშემოსავლოს გადავადებული ნაწილიც წაიღო, მაგრამ განაცხადის საფუძველზე, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა, განაცხადის საფუძველზე შეუძლიათ დაიბრუნონ თანხა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებმაც ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით განცხადებები არ წარადგინეს, შემოსავლების სამსახურმა ინკასო და ყადაღა დაადო.

როგორც შემოსავლების საამსახურში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, საგადასახადო ორგანო კიდევ ერთხელ შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.