მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურია" - კელი დეგნანი

627bf851d82f3
თამთა ჯიჯავაძე
11.05.22 21:52
818
Forbes Georgia-ს ახალგაზრდულ სამიტს - Under 30-ის აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც დაესწრო. მან Under 30-ის ყველა გამარჯვებულს მიულოცა და წარმატებები უსურვა. დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკის ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურია.

„ჩვენი ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურია, რომელიც მშვიდობასა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული. რასაც ჩვენ 30 წელია ერთად ვაკეთებთ, არის მხარდაჭერა თქვენი ინიციატივების, რათა განვავითაროთ თქვენი ეკონომიკა, ავაშენოთ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, დაგეხმაროთ ფონდებით, რაც გჭირდებათ ბიზნესებისთვის, მათი შემოქმედებითი განწყობისთვის. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

ამერიკელმა დიპლომატმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მიუხედავად არსებული დაძაბული ვითარებისა, ეკონომიკური გამოწვევებისა, მაინც არსებობს შესაძლებლობები.

„ამ გამოწვევებში ჩვენ ვხედავთ შესანიშნავ შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ადრე გადაწყვიტა განაცხადის შეტანა, არის შესანიშნავი შესაძლებლობა. თუმცა ეს პირველი ნაბიჯია და საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა იმაში, რათა დავრწმუნდეთ რომ საქართველო ნამდვილად არის მზად დააკმაყოფილოს ის მაღალი სტანდარტები, რაც თითოეულ ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას მიაღწევს და აშშ მოხარული და ამაყია რომ თქვენი მიზნების - მიაღწიოთ ევროკავშირის წევრობას მხარდამჭერია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.