აღმოსავლეთიდან დასავლეთით მინერალური სასუქების ტრანსპორტირების მომსახურების კომპანია Wondernet Express Investment Group-ი გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი აცხადებს, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანში მეტი ტვირთის მოზიდვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.
როგორც მურჯიკნელი გადაცემა „საქმის კურსში“ ამბობს, ამ მიმართულებით ინვესტირება, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს.
"ჩვენ არა მარტო უზბეკურ ტვირთებთან ვმუშაობთ, არამედ თურქმენეთიდან წამოსულ ტვირთებზეც. მომავალში ჩვენი გეოგრაფიული არეალის უფრო გაფართოებას ვაპირებთ. ასევე ყაზახეთიდან ველოდებით ტვირთების მოზიდვას და ეს მხოლოდ ჩვენი ტერმინალისთვის არ იქნება, ეს გამოიწვევს ჩვენ რეგიონშიც ტრანზიტის გაზრდას.
ჩვენ, როგორც ტერმინალი, მზად ვართ და გაგვაჩნია უახლესი ტექნოლოგიები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა დაინახეს ჩვენმა უზბეკმა პარტნიორებმა, რომ ჩვენი ტერმინალი გამართულია, დროულად ხდება ტვირთის მიღება, დამუშავება და გაგზავნა, კომპანია Uzkimyoimpeks-სთან მემორანდუმის გაფორმება შევძელით.
როგორც კერძო სექტორმა, ისე სახელმწიფომ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ გავზარდოთ მოცულობები, რათა ჩვენს დერეფანში რაც შეიძლება მეტი ტრანზიტული ტვირთი მოვიზიდოთ. ეს ეხება, როგორც პორტებს, ისე რკინიგზას", - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.
მამუკა მურჯიკნელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დერეფნის მიმართ ინტერესი ბოლო დროს გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზი Uzkimyoimpeks-თან მემორანდუმის გაფორმებაა. თუმცა მისი მოსაზრებით, საქართველოს დერეფანს მეტად დატვირთვის შესაძლებლობა აქვს.
ინფორმაციისთვის, Uzkimyoimpeks-ი უზბეკეთში წარმოებული მინერალური სასუქებისა და სხვა ქიმიური შენაერთების საქართველოს გავლით ექსპორტირებას გეგმავს, რისთვისაც Wonder net Express-ის ლოგისტიკურ დერეფანს გამოიყენებს. კერძოდ, Uzkimyoimpeks-ი საქართველოს გავლით მოახდენს მინერალური სასუქების ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და სხვა მიმართულებებით გადაზიდვას. კორპორაცია უზბეკეთის ქიმიურ საწარმოებს აერთიანებს და წელიწადში 3 მილიონ ტონა მინერალურ სასუქს აწარმოებს.
შეგახსენებთ, კომპანია Wondernet Express Investment Group-სა და უზბეკეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Uzkimyosanoat-ის წარმომადგენელ კომპანია Uzkimyoimpeks-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გუშინ გაფორმდა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი