28.თებერვალი.2016 17:31
ეკონომიკა

"ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის მიმართულებით რეგიონულ ცენტრად იქცეს"

"ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის მიმართულებით  რეგიონულ ცენტრად იქცეს"
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.
 
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მესაქონლეობის დარგში როგორც მეხორცული, ისე მერძეული სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოთარ დანელიამ მესაქონლეობის მიმართულების უმსხვილესი კომპანიების Charolais France-ის და Coopex Montbeliarde-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მესაქონლეობის დარგში გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი სპეციალისტებისთვის მსხვილფეხა საქონლის ჯიშების გაუმჯობესების კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ფრანგი სპეციალისტების ვიზიტის უზრუნველყოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განიხილება როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის განვითარების კუთხით კავკასიის რეგიონის ცენტრი გახდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, არამედ კერძო სექტორთანაც და დაჩქარებულ ვადებში საპილოტე პროექტებიც განახორციელონ.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ჯიშების შერჩევა.

"საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმ შემთხვევაში თუ მოხდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, შესაძლებელია მოხდეს მსხვილფეხა პირუტყვის როგორც მომთაბარე, ასევე ბაგური მოვლის სისტემის დანერგვა და განვითარება. ეს ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის გაზრდასაც. გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელდება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის მიმართულებით როგორც ცოდნის, ისე პრაქტიკის გაზიარების კუთხით რეგიონულ ცენტრად იქცეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.

20.ივლისი.2019 19:39
7

1,6 მილიონი ლარის ინვესტიცია და ახალი სასტუმროს ხაშმში

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:24
118

"თელავის ღვინის მარანი": "რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია"

ვრცლად
20.ივლისი.2019 17:30
335

„კრისტალის“ დამფუძნებელი საქართველოდან ინვესტიციების გადინების საფრთხეს ხედავს

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:33
220

"ნავთობიმპორტიორთა კავშირი": "საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან"

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:20
138

LSE-ზე "Georgia Capital"-ის ნახევარ მილიონამდე აქცია გასხვისდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:10
903

მიზეზები, რის გამოც შსს ინდოელ ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნება

ვრცლად