საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც მან განაცხადა, მომავალი ექვსი თვე იქნება ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროპულ ოჯახში ყოფნა.
„გავაგონოთ ჩვენი მხარდაჭერის ხმა ჩვენს მოძმე უკრაინას. ჩვენ ძალიან რთული ექვსი თქვე გველოდება. ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო ღირსია ევროპული ოჯახის წევრი იყოს, რომ საქართველომ შეასრულოს მთავარი გზავნილი - საქართველო ოლიგარქის გარეშე!
დღეს არის უპრეცედენტო ერთიანობის დრო. დღეს უნდა გავერთიანდეთ ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ- პოლიტიკურ პარტიებზე, პრეფერენციებზე თუ ამა თუ იმ საკითხზე.
უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის.
პროცესი უნდა უნდა იყოს ორგანიზებული, თანმიმდევრული და პროტესტი უნდა გაიშალოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით 24 რიცხვს, როდესაც საბოლოო ვერდიქტი იქნება.
პროტესტის ორგანიზატორები და ლიდერები მუშაობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მუშაობენ ყველასთან, სადაც საჭიროა ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს. ჩვენი საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი და მომდევნო 6 თვე იქნება უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი, მაგრამ იქნება ბრძოლის 6 თვე. იქნება 6 თვე იმისა, რომ ჩვენ გვეკუთვნის ევროპული ოჯახი.
ოლიგარქი არის ძლიერი, ოლიგარქს აქვს ბევრი ფული, ოლიგარქია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია, მაგრამ ყველა ოლიგარქი, ყველა ავტოკრატი ასე ფიქრობდა. ასე ფიქრობდნენ დიქტატორები და ავტოკრატები, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია", - განაცხადა ქადაგიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი