მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს ტენდერებში, საშუალოდ 3 მონაწილე გვყავს და ეს კარგი მაჩვენებელია" - ირაკლი ქარსელაძე

628e98b47693b
BM.GE
26.05.22 01:00
609
„2021 წელს გაფორმდა 1127 ხელშეკრულება 695 კომპანიასთან. სატენდერო პროცესში მონაწილეობა მიიღო 3421 კომპანიამ და საშუალოდ, ტენდერში 3 მონაწილე გვყავს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღემატება 4 და 5 მონაწილესაც და ეს, მაშინ როდესაც საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით, ტენდერებში მონაწილეთა სტატისტიკური რაოდენობა 2.84-ია. ასეთი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია რაიმე დარღვევაზე საუბარი,“ - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათზე, დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას ტენდერებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, 1127 ხელშეკრულებიდან გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოყენებულია მხოლოდ 24 შემთხვევაში, რომელიც ძირითადად, სტიქიების პრევენციას უკავშირდება. სტიქიის პრევენციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებაზეც შესაბამისი პროცედურა მოქმედებს და კომპანიებს მოეთხოვებათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა შეძლონ კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ტექნიკის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მობილიზაცია და სხვა.

„ჩემი თხოვნა იქნება ასეთი ბრალდებები აუცილებლად დასაბუთებული იყოს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტული შემთხვევები შეისწავლეს, გამოიკვლიეს და პასუხისგებაში მიცემული ადამიანებიც არსებობენ. ამასთან, ტენდერებთან დაკავშირებით, მთელი რიგი პროცედურები და მოთხოვნები ჩამოყალიბდა”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.