მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სტუმარმასპინძლობის სექტორი და აგრობიზნესია" - Gazelle Finance

63a16b75cfbbc
მარიამ იზორია
20.12.22 19:35
681
Gazelle Finance-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი BM.GE-სთან საქართველოს საინვესტიციო გარემოს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ინვესტიციის განსახორციელებლად კარგი ადგილია.

მისივე შეფასებით, ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორია.

„Gazelle Finance საქართველოში ინვესტიციებს 2017 წლიდან ახორციელებს და დაახლოებით 30-მდე კომპანიაში გვაქვს ინვესტიცია ჩადებული. ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციის განსახორციელებლად. საქართველოს გამოწვევა ის არის, რომ პატარა ქვეყანაა და ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი კომპანიის განვითარება შედარებით რთულია.

რაც შეეხება ძირითად გარემოს, რეგულაციების, გადასახადების კუთხით საქართველო რეგიონში საუკეთესოა. ინვესტორისთვის მაინც მნიშვნელოვანია, თუ რომელ სექტორს შეარჩევს ის. ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და აგრობიზნესებია“, - ამბობს ის.