მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Covid 19-ის ვაქცინის ტრანსპორტირება პრობლემაა და ამაზე ვმუშაობთ"

5f99284a479fa
ინგა მურუსიძე
28.10.20 12:22
1552
როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებას სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. Bm.ge დაინტერესდა, როგორ ემზადება საქართველო ვაქცინის საქართველოში ჩამოსატანად და მიდის თუ არა მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან თადარიგის დაჭერისთვის?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირება პრობლემაა, თუმცა მსოფლიო გადამზიდავები ამ საკითხზე მუშაობენ და საქართველოც ემზადება ამისთვის.

„ტრანსპორტირება პრობლემაა, როგორც ამბობენ, ამ ვაქცინებს სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით სჭირდება მინუს 20 გრადუსამდე ტემპერატურა, მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის, რადგან 10-მდე ვაქცინა არის კვლევაში და რომელს რა დასჭირდება, არ ვიცით. დიახ, ეს ლოჯისტიკური საკითხები მსოფლიო გადამზიდავების მიერ მუშავდება, რადგან მარტო საჰაერო გზა არ არის, არსებობს სახმელეთო გზაც და საქართველოც ამისთვის ემზადება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად ვაქცინის შეძენას, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ პირველი ტრანში უკვე გადაიხადა.

„თადარიგი დაჭერილი გვაქვს, საქართველო ჩართულია კოვაქს-პლატფორმაში, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ. საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე გათვლილი, 700 ათასი ვაქცინის პირველი ტრანში უკვე გადარიცხა და როცა ვაქცინა იქნება დამტკიცებული მსოფლიო მარეგულირებლების მიერ, საქართველომ უნდა მიიღოს ვაქცინები. მთელი ღირებულება არის 17 მლნ დოლარამდე და 4 მილიონამდე უკვე გადარიცხა ქვეყანამ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.