მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"covid-19-თან ბრძოლის ხარჯები მიმდინარეა და ჯერ არ ჯამდება" - ტიკარაძე BMG-ს პასუხობს

5f9a6abc0754d
ინგა მურუსიძე
29.10.20 11:07
1167
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ აკონკრეტებს, თუ რა უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს თითო კოვიდ-პაციენტის მართვა. როგორც მინისტრი განმარტავს, თითოეული პაციენტის მკურნალობა არის ინდივიდუალური და ერთი კონკრეტული თანხა არ არსებობს.

ტიკარაძე ამბობს, რომ covid-პაციენტების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

Bm.ge-მ ეკატერინე ტიკარაძეს შეახსენა ანგარიში, რომელიც უწყებას ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა წარედგინა, თუ როგორ მოემზადა ქვეყანა კორონავირუსთან საბრძოლველად და რა ხარჯები გასწია, რაზეც მინისტრმა ასე უპასუხა: „ მე მახსოვს, რომ ანგარიშის პრეზენტაცია იყო, თუმცა როგორც ჩანს არ იყო ისეთი დეტალური, ვინაიდან თქვენ გამოგრჩათ“.

რაც შეეხება უკვე გაწეულ ხარჯებს, რომელიც სახელმწიფომ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიღო, ტიკარაძე ამბობს, რომ ეს ხარჯები არის მიმდინარე და დაჯამება ჯერ არ ხდება.

„რაც შეეხება გასაწევ ხარჯებს, ბიუჯეტზე მუშაობა მიდის და როცა ის დამტკიცდება, გაიგებთ რა თანხა დაიხარჯება აწი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.