მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"COVID-ის შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში ნაკლებია, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში"

612606d1a72ee
BM.GE
25.08.21 13:00
658
"ყველა COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოში (CFR-1.32%) ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში (1.67%), ბრიტანეთში (2,02%), გერმანიაში (2,38%) და ზოგადად ევროპის 32 ქვეყანაში (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით)"-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქ პოსტში წერს.

რაც შეეხება 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვლილთა რაოდენობას, მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე, მაგრამ მაინც იგი საქართველოში (1731 გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე) უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში (1941 გარდაცვლილი), ბრიტანეთში (1928 გარდაცვლილი) და ა.შ. (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით).

"საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილია სულ 54 COVID ავადმყოფი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც უცხოეთის ქვეყნებში ასეთები ასობით, ათასობით და ათი ათასობითაა.

ვინმე მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ ეს ასე არაა? ან ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ეს პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთში ჰოსპიტალიზაციის გარეშე და საერთოდ უექიმოდ რჩება ასობით და ათასობით მეტი ავადმყოფი"-ამბობს ცერცვაძე.