25.ოქტომბერი .2021 14:37

"covid-პასპორტებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი გვაქვს" - ჯანდაცვის მინისტრი

"covid-პასპორტებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი გვაქვს" - ჯანდაცვის მინისტრი
views 132
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, covid-პასპორტების საკითხს ხვალ უწყებათშორისი საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„covid-პასპორტებთან მიმართებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები ხვალ საბჭოზე გაჟღერდება და მის შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავაცხადებთ“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.