მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცხოვრება მეტავერსში" - "გაეროს მთელ სტრუქტურაში პირველი ვიქნებით, რომელიც მეტავერსში წარმომადგენლობას გახსნის"

62effd50a7082
BM.GE
08.08.22 00:00
663
"გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრი" მეტავერსში წარმომადგენლობას გახსნის. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ "ფორბს კვირასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"კომპანიები ინვესტიციებს აკეთებს მეტავერსში. მთავრობებიც იწყებენ მეტავერსში ურთიერთობას, მაგალითად არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც მეტავერსში საკუთარ საელჩოს ხსნის.

ჩემი ცენტრი პირველი ცენტრი იქნება გაეროს მთელ სტრუქტურაში, რომელიც მეტავერსში გახსნის წარმომადგენლობას. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ხელი უკვე მოვაწერთ მემორანდუმს და ვიწყებთ ერთ-ერთ პლატფორმაზე ჩვენი გაეროს ოფისის გახსნას. ბევრი შესაძლებლობები იქნება, ამ პროცესის შეწინააღმდეგება არ იქნება საჭირო. მთავარი იქნება როგორც შევძლებთ ამ პროცესის სწორად მართვას, რისკების მინიმალიზაციას და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები ინვესტირებას ახდენენ ამ სფეროში. 2015-2017 წლიდან დაიწყეს ციფრული სტრატეგიების მიღება. პრიორტებების დასახვას გულისხმობს და იქ ფინანსების ჩადებას. ყველა დიდ, ეკონომიკურად მძლავრ ქვეყანას აქვს ციფრული სტრატეგიები და ვისაც არ აქვს მოვუწოდებ შექმნან და დაიწყონ ამ სამყაროში მოღვაწეობა",-აცხადებს ირაკლი ბერიძე.

"ცხოვრება მეტავერსში" - ირაკლი ბერიძესთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.