მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაადასტურეს, რომ სწორ გზაზე ვიდექით და ვდგავართ"- რა საკითხები განიხილა მთავრობამ Deloitte-თან?

5eeb0ab47c15a
ელენე გოგბერაშვილი
18.06.20 10:27
1158

საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.

მთვრობის ადმინისტრაციის მიერ, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გავრცელებული ეკონომიკური პროფილის მინისტრების კომენტარების მიხედვით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, შეეხებოდა სხვადასდხვა სფეროს- მაკროეკონომიკას, ფისკალურ, მონეტარულ პლიტიკას, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო სტრუქტურული, რომელიც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, დარგების მხარდაჭერას. ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა კოვიდამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე ადექვატური. ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველო კარგად არის პოზიციონირებული რეგონის ქვეყნებთან მიმართებაში, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლი გვაქვს ჩვენ ინვესტიციების მშპ-ში, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი უსაფრთხოების ბალიში გვქონდა და რესურსი დაგროვილი 2019 წლის ბოლოს, როცა დაიწყო კოვიდი და ეს გვაძლევს იმედს, რომ შედარებთ სწრაფად გადავლახავთ ამ პრობლემებს.

ასევე საინტერესო რეკომენდაციები მოვისმინეთ ზუსტად იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დღეს არის კარგი მომენტი მსოფლიოში, როდესაც ხდება სხვადასხვა მიწოდების ჯაჭვების გადალაგება, სხვაგვარად გადაწყობა, რელოკაცია, ბიზნესების დივერსიფიკაცია და საქართველოს აქვს კარგი შანსები ყველა ჩვენი წინა მიღწევის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა“- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით.

„პრეზენტაცია 3 ძირითადი ბლოკისგან შედგებოდა: ფისკალური პოლიტიკა, მენტარული პილიტიკა და სექტორული მხარდაჭერის ღონისძიებები. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ კონსულტანტებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს იმ საკომპენსაციო პაკეტებს, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში. ამავდროულად მათ მაღალი შეფასება მისცეს იმ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა წლების განმავლობაში და ეს ხორციელდებოდა სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში. კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სწორ გზაზე ვიდექით და ვდგავართ. შემდგომში განვიხილეთ უკვე რა შესაძლებლობები გვეხსნება პოსტკრიზისულ პერიოდში“- განმარტავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.


პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: მის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.

 

 

ვინ არიან უცხოელი ეკონომისტები, რომლებიც პოსტ-კრიზისულ გეგმაზე მუშაობენ, შეგიძლიათ ინფორმაცია იხილოთ აქ.