მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაავადებამ დაიწყო უფრო ინტენსიური გავრცელება" - მარინა ეზუგბაია

5f5730a758147
ინგა მურუსიძე
08.09.20 11:26
1149
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.

როგორც ეზუგბაია ამბობს, აჭარაში გაცილებით რთული მდგომარეობაა, რის გამოც ეს რეგიონი უკვე წითელი ზონაა. 

„45 ახალი შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაავადებამ დაიწყო უფრო ინტენსიური გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული სიტუაციაა, რეგიონი უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი. ეს კი გულისხმობს რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე მექანიზმების გამკაცრებას და ტესტირებების გაფართოებას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტის ინფორმაციით, აჭარის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. რაც შეეხება მეორე ტალღაზე საუბარს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ალბათ ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც ქვეყანაში კორონავირუსთან ერთად გრიპის რესპირატორული დაავადებები გამძაფრდება.