მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დააწესეთ ნავთობის ემბარგო. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის" - კულება

622320742b6a9
თელარა გელანტია
05.03.22 12:32
1024

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეფასებით, რუსეთი ომის მახინჯ ტაქტიკაზე გადადის. ამის შესახებ ის „ტვიტერზე“ წერს.

ის რუსეთისთვის კიდევ მეტი სანქციის დაწესების მოწოდებით გამოდის.


„რუსეთი გადადის მახინჯ ტაქტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალური სამოქალაქო ზიანის მიყენებას: ბომბავს საცხოვრებელ უბნებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ემუქრება ბირთვულ ობიექტებს. სანქციები უნდა გაიზარდოს. აკრძალეთ Sberbank-ი SWIFT-დან. დააწესეთ ნავთობის ემბარგო. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. დახურეთ კრიპტოხვრელები. გაწყვიტეთ ყველა კავშირი“, - წერს კულება.