მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაახლოებით, 3 მლრდ ლარის ქონება გასაყიდად მზად არის" - პრემიერი

6062fb4e19779
ინგა მურუსიძე
30.03.21 14:22
3912
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო პროგრამა - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და მას პრემიერ-მინისტრთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით, 3 მლრდ ლარის ღირებულების ქონება გასაყიდად მზად არის.

„ეტაპობრივად დავიწყებთ ამ ქონებების გამოტანას. დღეს 400 მლნ ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას ვმართავთ და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოთ როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესს.