18.მარტი .2020 12:28

"დადებითი ის არის, რომ ვიცით, ბოლო 4 მოქალაქის ინფიცირების წყარო" - ეკატერინე ტიკარაძე

views 359
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო 4 პაციენტის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც მინისტრმა უწყებათშორისი საბჭოს ჯანდაცვის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პაციენტებიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

“დღეისათვის დამატებით 4 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ამ ფაქტს დადებითი მხარე აქვს ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს ადამიანები. ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციის საავადმყოფოში, ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა ვირუსი.

პირველი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვაყვდა კორონავირუსით ინფიცირებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი გამოვლენილი არ არის და კვლავ თვითიზოლაციაში იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. 3 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაიმედებელია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 38 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა