"რეგიონში დაძაბულობა პრობლემაა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ირან–აშშ–ის შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერი გამოეხმაურა ირანში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ "ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო ახლო აღმოსავლეთისკენ".
"პირველივე დღიდან სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის დაძაბულობა არის პრობლემა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. კავშირზე ვრჩებით ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან და მათთან ერთად ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება რეგიონში. ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მჭიდრო კავშირში არიან პარტნიორებთან, რამეთუ გაანალიზებული იყოს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. საგარეო საქმთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება მისი საკონსულოების, საელჩოების და წარმომადგენლობების საშუალებით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც შეიძლება დაძაბულობის ზონაში პრობლემა შეექმნას, სრული დახმარება ჰქონდეს აღმოჩენილი", - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის