მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაელოდეთ, მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის" - ღარიბაშვილი გახარიაზე

60619dda35c4d
ინგა მურუსიძე
29.03.21 13:28
1676
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს, თუ რას აპირებს გიორგი გახარია.

საქმე ისაა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის - არც პოლიტიკიდან. 

„რა შეიძლება გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა? გიორგი იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, სულ 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს. დაელოდეთ, მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის და შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.