მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაიმგზავრე თანამშრომელი აცრაზე" - ვითიბის ახალი სოციალური ინიციატივა

611d0ed34d38d
BM.GE
18.08.21 17:43
789
იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი თანამშრომლებისთვის უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს, ვითიბი ბანკი, თავის თანამშრომლებს, ახალ წამახალისებელ კამპანიას - დაიმგზავრე თანამშრომელი აცრაზე, სთავაზობს.

დღეიდან, ბანკში, თანამშრომლებისთვის, შიდა პლათფორმაზე Workplace, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა გააზიაროს ინფორმაცია თუ აქვს თავისუფალი ადგილი და/ან სურს დაზუსტება კონკრეტულ დროს ხომ არ მიდის სხვა თანამშრომელი, რათა დაემგზავროს იგივე მიმართულებით.

18 აგვისტოს მონაცემებით, ვითიბის სრულად ვაქცინირებულია :

• თანამშრომლების 45%
• სათავო ოფისის თანამშრომლების 64%
• მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების 74%

#აიცერი
#შეაჩერეგავრცელება
#გადაარჩინესიცოცხლე

(NS)