მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაინფიცირებულ პაციენტს სხვა მოქალაქესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია"

5e56bb2cf3398
BM.GE
26.02.20 22:34
1460
პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მას სხვა მოქალაქესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტზე საუბრისას. 

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის შეიზღუდება ქვეყანაში შემოსვლა ორი კვირით.

"პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა.. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან, მაგრამ ირანელი მოქალაქეებისთვის საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანში მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე.

რაც შეეხება პირბადეებს, მინისტრმა აღნიშნა:

"პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს მომწოდებლებთან და სააფთიაქო ქსელთან, და ჩვენ დავეხმარებით მათ შემოინატონ დამატებითი პირბადეები, რომელიც გაიყიდება ქსელში".