17.აგვისტო .2020 23:05

"დამატებით 3 ტონა ნაყინის წარმოების საშუალება გვაქვს“ – კომპანია „აისბერგი“

views 544
უკან

ნაყინის მწარმოებელი კომპანია „აისბერგი“ აბაშაში სამმა მეზობელმა 1988 წელს საკუთარი სახსრებით დაიწყო და ყოველწლიურად 20%-ით ავითარებდა ბიზნესს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი სიმონ კაჭარავა ამბობს, დღეისთვის „აისბერგი“ 9 სახეობის ნაყინს ამზადებს. საწარმოს დღიური წარმადობა 2 000 კგ-ია და მასში 33 ადგილობრივია დასაქმებული.

ნაყინი „აისბერგი“ ქვეყნის მასშტაბით სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, დედაქალაქსა და კახეთში რეალიზდება.

„ეს არის პატარა საქართველო, სადაც მუშაობენ ძალიან დიდი ბრენდები, მაგრამ „აისბერგს“ ნაყინის ბაზარზე თავისი ადგილი აქვს. მას დაახლოებით ბაზრის 15-20% უკავია. ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხი და დაბალი ფასია. ვფიქრობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი კონკურენციის პირობებში, სწორედ მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასით შევძელით პოზიციების შენარჩუნება“, - განაცხადა „აისბერგის“ დირექტორმა და აღნიშნა, რომ კონკურენციას ისედაც გაჯერებულ ბაზარზე უცხოური ნაყინის იმპორტი კიდევ უფრო ზრდის.

„საქართველოს ნაყინის ბაზარი გაჯერებულია ადგილობრივი კომპანიების წარმოებით. ასევე შემოდის უკრაინული, რუსული, სომხური და ირანული წარმოების ნაყინი. იმ შემთხვევაში თუ გასაღების ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, დამატებით 3 ტონა ნაყინის წარმოების საშუალება გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის სიმონ კაჭარავამ.

მისივე თქმით, საწარმო ბოლო წლების განმავლობაში სრულად ახალი ტექნოლოგიებზე გადაიარაღდა.

კომპანია „აისბერგს“ ნაყინის ბიზნესის სეზონურობამ ახალი წარმოებისკენ უბიძგა და „ნადი გრუპთან“ თანამშრომლობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური ხელშეწყობით აბაშაში, სოფელ ონტოფოში ლოკოკინების ფერმის მოწყობა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა