მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისთვის ბევრია გასაკეთებელი" - კელი დეგნანი

62f1712402e26
ალა ისპირიანი
09.08.22 00:17
1128
"დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისთვის ბევრია გასაკეთებელი" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აშშ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

"შეერთებული შტატები სასამართლო გადაწყვეტილებების ან შედეგების განსაზღვრაში არ ერევა. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში და ცხადია მეტი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს ლიდერებმა უნდა აჩვენონ არიან თუა არ მზად რეფორმების გატარებისთვის, რაც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელადაა საჭირო", - განაცხადა დეგნანამა.

ელჩის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მიმართ მათი დახმარების მიზანი სასამართლო სისტემის მოდერნიზებაა, რომელიც უფრო მეტად უპასუხებს მოქალაქეების საჭიროებებს.

"აშშ წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. სასამართლოს ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად. ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზებას რადგან ის იყოს უფრო ეფექტური და მეტად უპასუხოს მოქალაქეების საჭიროებებს. ჩვენი ინვესტიციის მიზანი იყო დავხმარებოდით საქართველოს უფრო გამჭვირვალდა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნაში, რადგან ვაცნობიერებთ რომ ეს რამდენად მნიშვნელოვანია", - ამბობს იგი.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, საქართველომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მხრივ პროგრესი აქვს თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი:"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ამ რეფორმების გასატარებლად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამ სფეროში წლების განმავლობაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, ცხადია კიდევ ბევრია გასაკეთებელი".