21.მარტი .2020 20:50

"დამსაქმებელთა ასოციაცია" სტიმულირების გეგმას ელის - "საწარმოები ვეღარ აგრძელებენ საქმიანობას"

views 344
უკან

„დამსაქმებელთა ასოციაცია” ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორი მოუთმენლად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მეირ გაჟღერებულ ეკონომიკური სტიმულირების გეგმას.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, იმედოვნებს, რომ ზემოთ აღნიშნული ეკონიმიკური სტიმულირების გეგმაში გათვალისწინებული იქნება ბიზნესის განვითარების როგორც მოკლე და საშუალო, ისე გრძელვადიანი ქმედებები. აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო შეღავათები ეფექტურია ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე და ისინი ეფექტური ვერ იქნება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი და საჭიროება, რომ განისაზღვროს ის კონკრეტული საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები, რომელიც ბიზნესს დაეხმარება მაქსიმალურად ეფექტურად უპასუხოს გამოწვევებს და გააგრძელოს ფუნქციონირება შეუფერხებლად.

ამასთან, დამსაქმებელთა ასოციაციის რეკომენდაციით ეკონომიკური სტიმულირების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს შეღავათები და ბენეფიტები ბიზნეს თითოეული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლისთვის, ვინაიდან ჯაჭვური რეაქციით კრიზისი შეეხო ყველა ინდუსტრიას. არსებული მდგომარეობით რიგი საწარმოები ვეღარ აგრძელებენ საქმიანობას, არ იქმნება შესაბამისი პროდუქტი და ვერ ხორციელდება სხვა მომსახურება. ორივე მხარე - დამსაქმებელიც და დასაქმებულიც უაღრესად რთულ მდგომარეობაშია, საწარმოების შემოსავლების შემცირების, ან საერთოდ არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება თანამშრომელთა შენარჩუნება, ასევე ფინანსური ვალდებულებების შესრულება ბიუჯეტისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ.

დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, დამსაქმებელთა ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების ბიზნეს გაერთიანებებთან ამ უდიდეს მსოფლიო გამოწვევასთან დაკავშირებით საუკეთესო ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

დამსაქმებელთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ყველა სახელმწიფო მოხელის, სამედიცინო პერსონალის, პასუხისმგებლიანი დამსაქმებლებისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების საზოგადოების მიმართ არსებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ბიზნეს გაერთიანება კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას კორონა (COVID 18) ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა