მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამსვენებელს საპირფარეშოები არ ხვდება, ასევე გუდაურში არ არის წყალი" – პრობლემები კურორტზე

5dfc7e09b82ed
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.19 12:30
1996
სამთო კურორტზე მთავარ გამოწვევად კვლავ ინფრასტრუქტურული გაუმართაობა რჩება, - ამის შესახებ გუდაურში ახალი სასტუმროს – Best Western Gudauri-ს დამფუძნებელმა გიორგი კვიწინაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ სეზონის მთავარი პრობლემა უთოვლობაა, თუმცა სამთო კურორტების გამოწვევად, წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურული გაუმართავობა რჩება.

"მთავარი არის ის, რომ ველოდებით თოვლს, თუმცა ამის გარდა, სამთო კურორტებზე წლების განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, კვლავ გამოწვევად რჩება. დამსვენებელი რომ ჩამოდის მთაზე, საპირფარეშოები არ ხვდება, ასევე გუდაურში არ არის წყალი. ვითომ გააკეთეს ხელოვნური გათოვლიანებისთვის ყველაფერი, მაგრამ ამისთვის წყალია საჭირო, რაც გუდაურში პრობლემაა", - განაცხადა გიორგი კვიწინაშვილმა.

გუდაურში, ახალი, 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო - Best Western Gudauri პირველ დასვენებელს 31 დეკემბერს მიიღებს. 63–ნომრიანი სასტუმროს გახსნისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.