მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დანაგვიანებულ ქვეყანაში სტუმრობა არავის უნდა"... - რას საქმიანობს "სადაგი"?

62c0599834a00
მარიამ იზორია
02.07.22 22:13
929
სადაგი - იგივე საქართველოს დამლაგებელთა გილდია, არაკომერციული, გარემოს დაცვის ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველო არ იყოს დანაგვიანებული ქვეყანა. დღეს ორგანიზაცია 50 წევრისგან შედგება, საიდანაც 45 ფიზიკური პირი და 5 კომპანიაა.

როგორც BMGDRIVE-ს ეთერში „სადაგის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, ორგანიზაცია ალაგებს იქ, სადაც დანაგვიანებულია და მეორე მხრივ საზოგადოებას მოუწოდებს არ დაანაგვიანოს გარემო.

„უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ დავანაგვიანებთ გარემოს, ქვეყანა უფრო ძლიერი იქნება. უპირველესად ჩვენი შვილები სუფთა გარემოში გაიზრდებიან, ამასთან საქართველო ექსპორტის ქვეყანაა, დანაგვიანებული ქვეყნის პროდუქტს კი კარგი სახელი არ აქვს. საქართველოსთვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესი დარგია, ტურისტები აქ სიმწვანეს და სისუფთავეს ეძებენ, დანაგვიანებულ ქვეყანაში სტუმრობა არავის უნდა. 1 წელია ვმუშაობთ და ბევრი რამე შევძელით, თუმცა კიდევ უამრავი რამე დაგვრჩა. უკვე შესამჩნევია, რომ ჩვენი ქვეყანა დალაგებულ ქვეყანად გადაიქცა,“ - განმარტავს შურღაია.