დანაშაულის ჩამდენი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში უნდა იყოს დაკავებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ გუშინ ზუგდიდში, 14:00 საათისთვის, „საქართველოს ბანკში“ თავმდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. მან გამოსასყიდად ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. დაახლოებით 22:00 საათისთვის მძარცველმა ბანკი თანხასთან და სამ მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა, რომლებიც მოგვიანებით ერთ-ერთ სოფელში დატოვა და თავად მიიმალა.
„მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, იყო პირველი რიგის ამოცანა. ახლა მეორე მთავარი ამოცანა არის ის, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და რომელსაც შსს ახორციელებს. (გამოყენებული უნდა იყოს)ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენებში დაუსჯელობის აღქმა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს მუშაობა, საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა