25.დეკემბერი .2019 10:15

"დაპირება დაპირებად დარჩა" - რაზე საუბრობს British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი

views 350
უკან

იმედია, თამბაქოს აქციზთან დაკავშირებით წელს დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ მთავრობის მხრიდან უკვე არსებული დაპირებები შესრულდეს.

„რიგი ფაქტორები არც ისე კარგად აისახება თამბაქოს ფასზე, პლიუს ეს ყველაფერი წამგებიანია ქვეყნისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რადგან ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით შემოსავლები 400 მილიონით არის შემცირებული. იმედია, მსგავსი შეცდომები, რაც იქნა დაშვებული, აღარ განმეორდება. ზოგადად, კარგი ურთიერთობა გვაქვს და თანამშრომლობის კარგი რეჟიმი ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ იმ რეჟიმში, რომ ის დაპირებები, რაც გაცემულია, უნდა შესრულდეს. ჩვენ წლის შუა პერიოდში გვქონდა შეხვედრა მინისტრთან გაფართოებულ ფორმატში და ვესაუბრეთ ორ თემაზე - ერთი იყო დაჭრილი თამბაქოს რეგულირება, რაზეც როგორც იქნა მივაღწიეთ შედეგს და დარეგულირდა, ხოლო მეორე საკითხი იყო რამდენიმე წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა, რაც საგადასახადო კოდექსის ნაწილი გახდება აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ცნობისთვის: როგორც ზვიად სხვიტარიძემ გუშინ განაცხადა, თამბაქო კიდევ 20 თეთრით გაძვირდა.