21.ოქტომბერი .2019 14:03

"დარჩენილ ორ თვეში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესს კომფორტული პირობები შევუქმნათ"

views 397
უკან

"ჩვენი მიზანია, ძლიერი ქართული ბიზნესი, ჩვენი მიზანია ძლიერი სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი",  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან და ასოციაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
 
როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობის მიზანია ის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტის ინვესტირება მოახდინოს და ქართულმა ბიზნესმა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.

"მსგავსი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა პირველ რიგში, ასოციაციებთან, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დარგებსაც ვხვდებით. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დაახლოებით 2-3 თვეში ყველა ის საცობი, სადაც დარგის მიუხედევად პრობლემები იყო გაჩენილი, გადავწყვიტოთ იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტის ინვესტირება მოახდინოს და ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას", – აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა 2020 წლის ბოლომდე ბიზნესისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.

"დღეს 2020 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიზნესს კომფორტული პირობები შევუქმნათ იმისათვის, რომ მათ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ და ბიზნესგარემო უფრო პროგნოზირებადი იყოს, ასევე სახელმწიფო აპარატი უფრო მეგობრული იყოს. ბიზნესისთვის მიზანი მარტივია და ყველასთვის გასაგები. ჩვენი მიზანია, ძლიერი ქართული ბიზნესი, ჩვენი მიზანია ძლიერი სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ ჩვენ ვალდებულები ვართ, ბიზნესს მხარი სრულად დავუჭიროთ რასაც ვაკეთებთ", - აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა