14.ივლისი .2020 12:54

"დარგობრივი კომიტეტი მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში "გამთრევ“ სტრუქტურად გადაიქცა“

"დარგობრივი კომიტეტი  მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში "გამთრევ“ სტრუქტურად გადაიქცა“
views 769
უკან

"პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გადაიქცა მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში „გამთრევ“ სტრუქტურად", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ის ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნულ კომიტეტზე განხილული სამი კანონპროექტი, რომელიც ეხება კონკურენციას, ენერგეტიკას და კომუნიკაციებს, პარლამენტიდან უნდა იქნას გაწვეული.

"სად არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე? ეს კომიტეტი გადაიქცა მთავრობის ბოროტი განზრახვების პარლამენტში „გამთრევ“ სტრუქტურად. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე ვიცით, რა ხდება... ენერგეტიკის შესახებ კანონშიც ვიცით რა ხდება... 5%-იანი წილის გაყიდვაზე უნდა შევუთანხმდე ბატონ დავით ნარმანიას? კაკულიამ შემოიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თქვენ მიიღეთ, ეს არის ბიზნესის დატერორების შესახებ კანონი. რა კანონი შემოაქვს დარგობრივ კომიტეტს და რას დაუჭირეთ მხარი პირველი მოსმენით? იცით, რამხელა ჯარიმებზეა საუბარი ამ კანონპროექტში? 100 მილიონიან ბრუნვიან კომპანიას რომ აჯარიმებ 5 მილიონით, ეს როგორ შეიძლება? ანტიმონოპოლიური სამსახური რომ არაფერს აკეთებს და არ გვსმენია მისი საქმიანობის შესახებ, ბედნიერი უნდა ვიყოთ. ასეთი სამსახური, ტყუილად იღებს ხელფასს და შეეძლო კვლევები მაინც ეკეთებინა კარტელურ გარიგებებზე, მაგრამ სჯობს, იყოს ისევ უსაქმურად, ვიდრე აღჭურვო ამ უფლებებით. ბიზნესის სადამსჯელო, რეპრესიული სტრუქტურა იქმნება და ამას თქვენ დაუჭირეთ მხარი. სამივე კანონი, კონკურენციის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების შესახებ უნდა იქნას გაწვეული. ეს დააზარალებს ბიზნესს და საქართველოს დაუკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა