22.მაისი .2022 18:10

"დასავლეთ ევროპისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა არ არის" - გიორგი ხიშტოვანი

"დასავლეთ ევროპისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა არ არის" - გიორგი ხიშტოვანი
views 1483
უკან

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის თქმით, საქართველო ტურიზმის კუთხით, ახლო სამეზობლოსთვის( ცენტრალური აზიის მიმართულება, სამხრეთ კავკასია, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია თუ ბელარუსი) მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ ევროპაზე.

“მეზობელი ქვეყნებისთვის საქართველო ტურიზმის კუთხით მიმზიდველი მიმართულებაა და ამის თქმის საფუძველს ტურიზმის სტატისტიკა და შემოსავლები გვაძლევს, თუმცა რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, მათთვის არ ვართ მიმზიდველი ქვეყანა, რადგან, როდესაც კონფლიქტის ტერიტორიის გვერდით საქართველო ჩანს და სახელდება, თავისთავად, ტურისტებში შიშს აჩენს. აქედან გამომდინარე ცენტრალური ევროპისთვის ვართ იმ რეგიონში, რომელშიც ომი მიმდინარეობს,” - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე თქმით, ევროპელები ბოლო პერიოდში მოგზაურობას შედარებით ახლო დისტანციებზე გეგმავენ. ამის მიზეზი კი, უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად კოვიდ-პანდემიაცაა. შესაბამისად, ცენტრალური ევროპა საქართველოსთვის 2022 წელს სამიზნე ბაზარი ვერ იქნება.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის აღდგენა დაბალი იყო როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 31%-იანი აღდგენის მაჩვენებელია. ამას გარდა, შერჩეულ საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის, საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა