მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასერილია მთელი ქვეყანა ახალი მშენებლობებით“ - მაჟორიტარობის კანდიდატი "ოცნებიდან"

5f15818677f52
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.20 17:50
1294
"მთელი ქვეყანა ახალი მშენებლობებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით არის დასერილი; ყოველივე ეს ბიზნესის განვითარების საწინდარია", - ამის შესახებ BM.GE-ს ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში „ქართულმა ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბიზნესმენმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნეს სექტორში დღეს გამოწვევები არის, თუმცა ისეთი აღმშენებლობა, როგორიც დღესაა, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა.

„ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევა არის; პირველი გამოწვევაა ის, რომ რაც შეიძლება მეტად აგრესიული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, რაც ახალი საწარმოების აშენებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა დამოკიდებული; ყოველივე ამ კუთხით იქნება მუშაობა. მე ჩემი რეგიონის სპეციფიკა ვიცი, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ მათ პრობლემები ჩემთთვის ძალიან ცნობილია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ვიზრუნებ პარლამენტიდან. ძალიან ბევრი რამ შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ამ მცირე ხნის განმავლობაში, თქვენ ხედავთ, რომ დასერილია მთელი ქვეყანა ახალი მშენებლობებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ყოველივე ეს არის ბიზნესის განვითარების საწინდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი ნამდვილად არ განვითარდება. ინფრასტრუქტურული პროექტები რაც არის და რაც სახელმწიფოს დონეზე უნდა გაკეთდეს, ეს კეთდება და ყოველდღიურად იზრდება მათი რიცხვი. არცერთ ეპოქაში, არ ყოფილა ისეთი აღმშენებლობა ქვეყანაში, როგორიც დღეს მიმდინარეობს. ყოველივე ეს არის საწინდარი და დღეს თუ ხვალ ეს გამოიღებს თავის შედეგს ეკონომიკური აღმავლობის პროცესში. ყოველივე ამას მოჰყვება ბიზნესის განვითარება და ვითარდება კიდეც და ბოლო-ბოლო მივალთ იმ მიზნის აღსრულებამდე, რასაც ჰქვია თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის ამაღლება, ეს იქნება 2020 წლის მოწვევის პარლამენტის გამოწვევა“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.