თიბისი კაპიტალის ტურიზმის ინდუსტრიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მაისში დიდი სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მცირე და საშუალო სეგმენტში კი დატვირთვის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა. ამასთან, დიდი სასტუმროებისთვის (40% მაისში) დატვირთვის მაჩვენებელი იანვრიდან მაჩვენებელი მკვეთრად უმჯობესდებოდა, რაც ტურისტული ვიზიტების მატებისა და ადგილობრივი დამსვენებლების გააქტიურებასთან ერთად, მათი კონკურენტული უპირატესობითაა განპირობებული. მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კი კვლავ დაკეტილია. ამ სეგმენტში დატვირთულობამ მაისში 7% შეადგინა.
BM.GE სასტუმროების დღევანდელი დატვირთულობის და სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების გასარკვევად რაჭაში რამდენიმე ტურისტულ ობიექტს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, რეგიონში მოქმედი განთავსების ობიექტები დღეისთვის სტუმრებს შეუფერხებლად ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იღებენ, ხოლო მდგომარეობიდან გამომდინარე, ზაფხულის თვეებში მოლოდინების გაჟღერება უჭირთ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასტუმრო „ციბენას“ მენეჯერი თინათინ ჭელიძე ამბობს, რომ დღეისთვის სასტუმრო სრულად ადგილობრივი ტურისტების ხარჯზეა დატვირთული.
„მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ უცხოელ ტურისტებსაც ვმასპინძლობდით, სასტუმროს დატვირთულობის 90% ქართველ დამსვენებელზე მოდის. რა მდგომარეობა იქნება ივლის-აგვისტოში, ჯერ ამის თქმა გვიჭირს. წინა წლებში აგვისტო-სექტემბერში უცხოელ ტურისტები ჩვენი მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ და უყვარდათ „ციბენაში“ სტუმრობა. არ ვიცით, ახლა რა იქნება.
წელს უცხოელები მცირე რაოდენობით შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ლიტვადან გვსტუმრობდნენ. პანდემიამდე პერიოდშიც ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ“, - აღნიშნა თინათინ ჭელიძემ.
სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ მცირე ბიზნესისთვის პანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ გამოწვევას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო პროგრამების არამიზნობრიობა წარმოადგენს.
„ყველაზე მთავარი ჩვენთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ბიზნესს განსაკუთრებით რეგიონებში განვითარების საშუალებას მისცემს. ყველა მარანს ვერ გააკეთებს, შესაძლებლობა, რომ გვქონოდა და სახელმწიფოს რაიმე პროგრამაში ჩართვა რომ შეგვძლებოდა, აუზს მოვაწყობდით, რაც ჩვენი მომხმარებლის მხრიდან ძალიან მოთხოვნადია.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბაზრის შესწავლა, რათა ბიზნესის კონკრეტული საჭიროებები განისაზღვროს და თანადაფინანსების პროგრამებში ჩართვა მიზანმიმართულად მოხდეს“, - აღნიშნა „ციბენას“ მენეჯერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას