მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე" - რეკომენდაციები აუზებისა და საუნებისთვის

5f056925d5b38
ინგა მურუსიძე
08.07.20 11:00
2208
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს:

ყველა ტიპის ღია და დახურული საცურაო აუზების მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:
o ღია და დახურული საცურაო აუზების ოპერირებისთვის უზრუნველყავით:
• აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;
• საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;
o დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;
o საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები:
• რეცირკულაციური ტიპის აუზები;
• გამდინარე ტიპის აუზები;
• წყლის პერიოდული ცვლის აუზები;
• ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;
o აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს;
o აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვისაუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება;
o რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 5%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 24 სთ-ში;
o აუზების დეზინფექცია ტარდება წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, მორწყვის ორჯერადი მეთოდით.
o საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების ჯერადობით.
o შეზლონგი გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენების შემდგომ, დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
o მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცმლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.
o რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
o შეზლონგებს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა) გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე;
o აკრძალეთ შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
o უზრუნველყავით გასახდელების და საშხაპეების ხშირი დასუფთავება და დეზინფექცია; მოთხოვნები აუზებში სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ხარისხისადმი:
o აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მინერალური წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების ჯერადობით.
• ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (სიმღვრივე, ფერიანობა, სუნი) – დღეში ერთხელ, დღის ან საღამოს საათებში;
o სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს აუზების წმენდისა და დეზინფექციის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.
ამასთან: აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს სათანადო წესით და პერიოდულობით (არანაკლებ 2 საათში ერთხელ);
o აბანოებსა და საუნებში შეიძლება მოეწყოს ასევე, სამასაჟო სივრცე (მაგიდით, კარადითა და ნიჟარით);
o აბანოებში შესაძლებელია ბუნებრივი ვენტილაცია ორგანიზებული ჰაერის ნაკადის მიწოდების გარეშე. ჰაერის მოწოდებისას არ უნდა იყოს დაქროლვის (დაბერვის) შეგრძნება;
o გასახდელში, გასასაპნ-დასაბანში, საშხაპესა და სააბაზანო კაბინებში ჰაერის მიწოდების სიჩქარე არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას;
o განსაკუთრებული შემთხვევისათვის (წყლის შეწყვეტა და სხვ.) სასურველია აბანოს ჰქონდეს მისი წარმადობის შესაბამისი ტევადობის სათადარიგო აუზი;
o აბანოს/საუნის შენობებში განთავსებული აღჭურვილობა უნდა ექვემდებარებოდეს გარეცხვასა და დეზინფექციას სათანადო წესით;
o მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გასახდელ, გასასაპნ-დასაბან, საშხაპე, საორთქლე და სხვა სათავსებში დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე;
o სააბაზანო-საშხაპე კაბინებში, ყოველი სარგებლობის შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფავება და დეზინფექცია;
o ყოველდღე, აბაზანის დახურვის შემდეგ, უნდა მოხდეს მთელი შენობის ინვენტარისა და აღჭურვილობის საფუძვლიანი დასუფთავება. გენერალური დალაგება-დასუფთავება უნდა მოეწყოს არანაკლებ კვირაში ერთხელ;
o გასასაპნ-დასაბან და საორთქლე სათავსებში უნდა ჩატარდეს შემდეგი სახის დალაგება-დასუფთავება:
• დასაჯდომები უნდა გაირეცხოს უხეში ჯაგრისით, ცხელი წყლით, მარილმჟავით ან სოდით და განხორციელდეს ჩარეცხვა ჭავლის გამოყენებით; კედლების პანელები, გამოწეული კონსტრუქციები, მილგაყვანილობა, გასანათებელი და გასათბობი საშუალებები, ფანჯრის მინები და სხვა უნდა გაირეცხოს ჯაგრისით;
• იატაკები უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, უწყვეტი წყლის ნაკადის ქვეშ;
• იატაკის გაწმენდის შემდეგ უნდა ჩამოირეცხოს კედლები და აღჭურვილობა შლანგით, ცხელი წყლით;

o გასახდელის აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს 0,5%-იანი ქლორიანი კირით ან ქლორამინით;
o იატაკი გასახდელში უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, სარეცხი ფხვნილით ან ტუტიანი ხსნარით და შემდეგ მოირეცხოს;
o სველი ქიმიური დეზინფექცია, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ;
o აბანოს აუზში წყალი განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდეს და სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს მუდმივად;
o შეიძლება დაშვებულ იქნეს აუზში წყლის მიწოდების რეცირკულაციური სისტემა, წყლის გაწმენდის, ქლორირების და ყოველდღიურად არანაკლებ 10% სუფთა წყლის დამატების პირობით;
o დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს აუზის მექანიკური გაწმენდა, წყლის წინასწარი დაცლის შემდეგ. გაწმენდა მდგომარეობს კედლებიდან და ფსკერიდან ნალექისა და ლორწოს მოშორებაში. გაწმენდას აწარმოებენ ჯაგრისით მარილმჟავით ან ტექნიკური სოდით და ჩარეცხავენ წყლით შლანგებით.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები აუზზე არსებული სათავსების მიმართ:
o აუზის და მისი დამატებითი სათავსების დალაგება-დასუფთავება უნდა განხორციელდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ, დროის იმ შუალედში, როცა ვიზიტორი არ იმყოფება ტერიტორიაზე;
o დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;
o დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;
o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;
o დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;
o საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით.
o მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;
o დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი;
o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
o ტექნიკოსის/ინჟინრის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში აღჭურვეთ ის სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სახის დამცავი ფარი/სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანი. დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
o ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
o სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
o სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);
o თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე და დაინფიცირებულ ვიზიტორთა მონიტორინგი:
o თუ ღია/დახურული ტიპის აუზის შესასვლელში/ტერიტორიაზე დაფიქსირდა პირი, რომელსაც აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, ამისათვის სათანადოდ გამოყოფილი პერონალი ვალდებულია განახორციელოს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;
o ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ ვიზიტორთან მჭიდრო კონტაქტს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;
o იმ შემთხვევაში, თუ პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;
o იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე ვიზიტორმა დატოვა ტერიტორია/ოთახი, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს დალაგებამდე ტერიტორიის სრულ დეზინფექციას და საფუძვლიან განიავებას. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ტერიტორიის დასუფთავება/დალაგება.

მოთხოვნები დამსაქმებულთა მიმართ:
o დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
• ნიღაბი;
• ხელთათმანი;
• საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;
• სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:
o ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეთ ნიღბის გარეშე;
o დაიცავით ჰიგიენის წესები.

დასაქმებულთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.