მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუყოვნებლივ შეაჩერეთ რუსული ლობით შექმნილ კანონპროექტზე მუშაობა" - ორგანიზაციები საავტორო უფლებების შესახებ კანონპროექტზე

64776bad7f0e1
გიგა ბენია
31.05.23 20:30
673
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც სამი საერთაშორისო ორგანიზაცია, CISAC, IFRRO და SCAPR-ი საქართველოს პარლამენტსა და საქპატენტს, საავტორო უფლებების კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში მითითებულია, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ევროკავშირის დირექტივას არ შეესაბამება და რუსულ ინტერესებზეა მორგებული.

"ჩვენი გლობალური გაერთიანება მკაცრად აკრიტიკებს არსებულ კანონპროექტს და გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა და საქპატენტმა გახსნან ახალი საკონსულტაციო პროცესი, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს, იმსჯელონ, დასახონ გზები და სფეროში აღიარებული უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიმუშაონ ახალი კანონპროექტი. სამივე ორგანიზაცია დაჟინებით მოვითხოვთ, მიმდინარე საკანონმდებლო წინადადების განხილვის დაუყოვნებლივ შეჩერებას და შემდგომი მსჯელობისთვის დაბრუნებას, რომ სფეროში აღიარებული საერთაშორისო და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, გარანტირებული იყოს მისი შესაბამისობა ევროკავშირის და საერთაშორისო ნორმებთან, ასევე მოემსახუროს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელების ინტერესებს.

მივმართავთ პარლამენტს და საქპატენტს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსული ლობით შექმნილ კანონპროექტზე მუშაობა!
რუსეთი მარცხდება!" , - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტსა და საქპატენტს, საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციების ერთობლივი შენიშვნები 30 მაისს გაეგზავნა.