მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავდეთ ხელშეკრულება გმირებთან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი უნდა დაიცვან" - ჭყონია

641b3a435364b
ალა ისპირიანი
22.03.23 21:16
996
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ "კოკა-კოლა" ვალდებულია იყოს იქ, სადაც საზოგადოება და ფეხბურთია.

იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ საქართველოს ნაკლები იმ თამაშებს მოიგებს, რაც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

„დავდეთ ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასთან, საქართველოს ნაკლებთან და ვფიქრობ, ხელშეკრულება დავდეთ იმ გმირებთან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი უნდა დაიცვან. ის თაობა რომელიც ახლა წამოვიდა, არაჩვეულებრივ მწვრთნელთან ერთად საფუძველს მოკლებული კი არ არის, აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ უეჭველი მოვიგებთ იმ აუცილებელ თამაშებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანს.

ჩვენთვის, ჩვენის კომპანიისთვის ძალიან პრესტიჟული და საამაყოა, რადგან არის მომენტები ჩვენი კომპანიის როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვხედავთ საზოგადოების, ნებისმიერი ფენის ფეხბურთის მიმართ, ვალდებული ვართ ვიყოთ იქ სადაც საზოგადოება და ფეხბურთია“, - თქვა ჭყონიამ.