12.მარტი .2020 13:52

"დავიწყეთ ღონისძიებების გატარება, რადგან ვირუსი შეიძლება ბავშვებზე გავრცელდეს"

views 963
უკან

გაერო–ს ბავშვთა ფონდი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.

გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე დაიწყო საგანგებო ღონისძიებების გატარება COVID-19-ზე რეაგირების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ნებისმიერ ქვეყანასა თუ თემში.

ვაგრძელებთ თანამშრომლობას მთავრობებსა და პარტნიორებთან ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ბავშვებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის.

ამავე დროს, ძალიან გვაშფოთებს ეპიდემიის გვერდითი შედეგები და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გავლენა ბავშვებზე, მათ შორის, სკოლების დახურვა, ტვირთი ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემებზე პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, დაცვის რისკები და ეკონომიკური წნეხი, რომელიც აწვება ზოგიერთ ოჯახს.

ვირუსის შიში ასევე, ხელს უწყობს დისკრიმინაციას საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისადმი, მათ შორის ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ, რაც დაუშვებელია.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დაზარალებულ თემებში ბავშვებზე გვერდითი შედეგების გავლენის შესამცირებლად და სტიგმატიზაციის დასამარცხებლად", – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.