მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავიწყოთ ივანიშვილის სანქცირებით" - პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე

62b18169a3a93
BM.GE
21.06.22 12:31
1394
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა თბილისში გამართულ აქციას საკუთარი Facebook-ით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური პრობლემა ოლიგარქიული მმართველობაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

"ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა, თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ.

დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა.

დიახ, ქვეყანა ოლიგარქიულია.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია.

ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს.

ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!

როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები", - წერს გოშიევსკა რამდენიმე საათის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.